UnionPay-იმ, რომელიც Mastercard; Visa-ს ჩინური ანალოგია, რუსულ ბანკებს საკუთარი სერვისის მიწოდებაზე და მილიონობით ახალი ბარათის მიწოდებაზე უარი უთხრა.
კომპანიამ გუშინ განაცხადა, რომ მათ შეწყვიტეს კომუნიკაცია რუსულ სახელმწიფო ბანკ Sberbank-თან, რომელიც თავისი მომხმარებლებისთვის ალტერნატიულ საბარათე სისტემას ეძებდა. UnionPay-იმ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო Alfa Bank-თან, VTB-სა და ბანკ Otkrytie-სთან მიმართებითაც.
UnionPay-ის მსგავსად ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო, კიდევ ერთმა ჩინურმა საფინანსო პლატფორმა Binance-მაც, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტო ბირჟაა. Binance-ის თანახმად, ისინი შეზღუდავენ ყველა იმ ანგარიშიდან ოპერაციების განხორციელებას, სადაც 10,000 ევროზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა არის განთავსებული. შესაბამისი გადაწყვეტილება კომპანიამ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული მორიგი სანქციების ფონზე მიიღო.
ევროკავშირის ფინანსური სანქციების მეხუთე პაკეტი ფინანსურ ოპერაციებს, მათ შორის კრიპტოვალუტის ანგარიშებს, ასევე საბანკო ანგარიშებს შეეხებოდა.
Binance-ის თანახმად, რუს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც კრიპტო აქტივების სახით 10,000 ევროზე მეტს ფლობენ, მიეცემათ 90-დღიანი ვადა იმისთვის, რათა საკუთარი პოზიციები დახურონ (თანხა გაანაღდონ). კომპანიის თანახმად, მათ არ შეეძლებათ ახალი შესყიდვების ან გადაცვლის ოპერაციების წარმოება და მხოლოდ აქტივების გატანის შესაძლებლობა მიეცემათ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ