მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისგან რამდენ ვალს აიღებს საქართველო 2022 წელს?

618bd3a6dd39d
შოთა ტყეშელაშვილი
10.11.21 18:41
2405
გამოქვეყნდა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია, რომლის მიხედვითაც, მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა 4.35 მილიარდი ლარის ახალ სესხებს აიღებს. აქედან 1.3 მილიარდი ლარი ახალი შიდა ვალი იქნება, ხოლო 3.05 მილიარდი ლარი კი ახალი საგარეო ვალი იქნება. ამ ვალების ათვისებასთან ერთად, 2022 წელს საქართველოს მთავრობა 1.23 მილიარდის ვალს დაფარავს, აქედან 1.19 მილიარდი ლარი საგარეო ვალის მომსახურებაზე, 43 მილიონი ლარი კი შიდა ვალის დაფარვაზე დაიხარჯება. შედეგად, 2022 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალის ნაშთმა 35.4 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს.

2022 წელს მთავრობის მიერ ასაღები სესხების სრული ჩამონათვალი ასეთია:

● ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 318 მილიონი ლარის ოდენობით;
● საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა - V-ის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 164.7 მილიონი ლარის ოდენობით;
● თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა შორაპანის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB) - 165 მილიონი ლარი;
● ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზა (EBRD, ADB) - 147 მილიონი ლარი;
● თბილისის მეტროს პროექტი (EBRD) - 120 მილიონი ლარი;
● თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხევი უბისას მონაკვეთის რეკონსტრუქცია - მშენებლობა (ADB) - 115 მილიონი ლარი;
● განვითარების პოლიტიკის ღონისძიება - 2022 პროგრამის (DPO-2022) ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები - 157.4 მილიონი ლარის ოდენობით;
● წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 150 მილიონი ლარის ოდენობით;
● სოციალური კეთილდღეობის პროგრამა-IV-ის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 109.8 მილიონი ლარის ოდენობით;
● კლიმატზე მორგებული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 80.5 მილიონი ლარის ოდენობით;
● პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხის „წყლის რესურსების მართვა და ირიგაცია“ ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 109.8 მილიონი ლარის ოდენობით;
● წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები - 109.8 მილიონი ლარის ოდენობით (ADB-ს II ტრანშის თანადაფინანსება).
● თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შორაპანი არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (ADB) - 99 მილიონი ლარი;
● საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა (ADB) - 92 მილიონი ლარი;
● ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი) (ADB) - 82 მილიონი ლარი;
● სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) - 70 მილიონი ლარი;
● თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB, WB) - 68 მილიონი ლარი;
● აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) (WB, EIB) - 68 მილიონი ლარი;
● რეგიონალური განვითარების პროექტი III (მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) (WB) - 62 მილიონი ლარი;
● თბილისის ავტობუსების პროექტი - ფაზა III (EBRD) - 60 მილიონი ლარი;
● რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი II (WB-TF, WB) - 52 მილიონი ლარი;
● საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB) - 50 მილიონი ლარი;
● ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (AIIB, ADB) - 49 მილიონი ლარი;
● საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი (WB) - 45 მილიონი ლარი;
● ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი (WB) - 45 მილიონი ლარი;
● შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (WB) - 40 მილიონი ლარი;
● Log-In Georgia (EIB, WB) - 31 მილიონი ლარი;
● თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი (CEB, E5P) - 27 მილიონი ლარი;
● ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD) - 27 მილიონი ლარი;
● აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (KfW, EU) - 23 მილიონი ლარი;
● აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია-მშენებლობა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე (EU, EIB) - 20 მილიონი ლარი;
● ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია (Kuwait Fund) - 20 მილიონი ლარი;
● 500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბო (WB) - 20 მილიონი ლარი;
● თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II-გაზი) (EBRD) - 20 მილიონი ლარი;
● საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება (SG) - 18 მილიონი ლარი;
● მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) - 17 მილიონი ლარი;
● მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (KfW) - 16 მილიონი ლარი;
● თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი (EBRD) - 15 მილიონი ლარი;
● თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) - 15 მილიონი ლარი;
● ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (AFD, EU) - 14 მილიონი ლარი;
● პროფესიული განათლების პროგრამა 1 (KfW) - 14 მილიონი ლარი;
● 500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (EU-NIF, KfW) - 13 მილიონი ლარი;
● თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მშენებლობა (ADB) - 12 მილიონი ლარი;
● საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი ა (IBRD) - 12 მილიონი ლარი;
● იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) - 10 მილიონი ლარი;
● დარგობრივი სესხი წყლის სექტორისთვის (ADB) - 10 მილიონი ლარი;
● ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (KfW) - 10 მილიონი ლარი;
● შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხარაგაულის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია (ADB) - 8 მილიონი ლარი;
● გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) - 7 მილიონი ლარი;
● საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი (EIB) - 6 მილიონი ლარი;
● საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა (KfW, EU, EBRD) - 6 მილიონი ლარი;
● მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა (EBRD) - 6 მილიონი ლარი;
● ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) - 5 მილიონი ლარი;
● ხელედულა-ლაჯანური-ონი (KfW) - 5 მილიონი ლარი;
● ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი - წყალტუბო - ლაჯანური (EBRD, KfW) - 5 მილიონი ლარი;
● დარგობრივი სესხი განათლების სექტორისთვის (ADB) - 4 მილიონი ლარი;
● ქუთაისის წყალარინების პროექტი (EIB, EPTATF) - 3 მილიონი ლარი;
● საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი-ალტერნატიული ენერგიის გამოყენება (E5P, NEFCO) - 1 მილიონი ლარი;
● ბათუმის ავტობუსების პროექტი (EBRD, E5P) - 1 მილიონი ლარი.