მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისი პასუხისმგებლობაა ლარი? - სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატის პასუხი

60e2bca9b6349
ინგა მურუსიძე
05.07.21 12:24
655
პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენენ. დეპუტატების ნაწილი დაინტერესდა, ერთ-ერთი კანდიდატი ეკატერინე მიქაბაძე როგორ ფიქრობს, ვისი პასუხისმგებლობაა ლარის კურსი.

„ეროვნული ბანკის მანდატი არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. იმ კონტექსტში, როცა ფასების სტაბილურობას საფრთხე ემუქრება, ეროვნული ბანკის ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ინფლაციის მოსათოკად არის გაკეთებული რა თქმა უნდა გაცვლითი კურსის სტაბილიზაციასაც გულისხმობს.

ზედმეტი მერყეობის შემცირება, რომელიც მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა ცუდ გავლენას ახდენს მოლოდინების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, თუმცა გრძელვადიან პერიოდში მცურავ გაცვლით კურსს ალტერნატივა არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ღია ეკონომიკისთვის საგარეო შოკების შთანთქმისთვის, შესაბამისად მაშინ, როდესაც ინფლაციური რისკები მოდის გაცვლითი კურსისგან, ეს ხდება მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაც, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ლარის გაცვლითი კურსი არის მთლიანად მაკროეკონომიკური პოლიტიკის მთავარი საზრუნავი. საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ქართული ეკონომიკის ზრდა არის იმის გარანტი, რომ ჩვენ გვექნება გაცვლითი კურსი, რომელსაც ექნება გამყარების ტენდენცია“, - განაცხადა მიქაბაძემ.