მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისი ვალი აქვს საქართველოს-საგარეო ვალის სტატისტიკა

5e4bddb8c96b8
შოთა ტყეშელაშვილი
18.02.20 17:20
9003
2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი $5.67 მილიარდი დოლარი, ანუ 16.42 მილიარდი ლარია, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს საგარეო ვალის ძირითადი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე მოდის, რომლებიც ქვეყანას შეღავათიან კრედიტებს ინფრატსრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის აძლევენ. ქვეყნების მიხედვით კი, პირველ ადგილზე გერმანიაა, რომლის მიმართაც სახელმწიფო სექტორს 370 მილიონი დოლარის ვალი აქვს.

საგარეო ვალის სტატისტიკა 2017 წლის 31 იანვრისთვის, მოცემულია როგორც სახელმწიფოები, ისე საფინანსო ინსტიტუტები:

  1. " მსოფლიო ბანკი განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)" - 1,851,745,743 აშშ დოლარი.
  2. " აზიის განვითარების ბანკი (ADB) Asian Development Bank " - 1,239,703,533 აშშ დოლარი;
  3. " ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) European Investment Bank " - 558,375,919 აშშ დოლარი;
  4. ევროობლიგაცია - 500,000,000 აშშ დოლარი;
  5. გერმანია - 369,395,837 აშშ დოლარი;
  6. საფრანგეთი - 324,055,607 აშშ დოლარი;
  7. საერთაშორისო სავალუტო ფონდი - 247,851,000 აშშ დოლარი;
  8. იაპონია - 211,519,835 აშშ დოლარი;
  9. " ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) European Bank For Reconstruction and Development " - 124,319,523 აშშ დოლარი;
  10. რუსეთი - 51,356,498 აშშ დოლარი;
  11. " ევროგაერთიანება (EU) European Union " - 41,853,321 აშშ დოლარი;
  12. " სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) International Fund for Agriculture Development " - 34,278,406 აშშ დოლარი;
  13. " აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) Asian Infrastructure Investment Bank " - 26,666,214 აშშ დოლარი;
  14. ავსტრია - 18,480,966 აშშ დოლარი;
  15. ამერიკა - 17,878,866 აშშ დოლარი;
  16. ყაზახეთი - 13,271,805 აშშ დოლარი;
  17. თურქეთი - 12,900,629 აშშ დოლარი;
  18. კუვეიტი - 8,717,595 აშშ დოლარი;
  19. სომხეთი - 7,131,691 აშშ დოლარი;
  20. აზერბაიჯანი - 6,698,986 აშშ დოლარი;
  21. ირანი - 5,093,668 აშშ დოლარი;
  22. ჩინეთი - 1,302,285 აშშ დოლარი;
  23. " ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) Council of Europe Development Bank " - 992,924 აშშ დოლარი;
  24. " სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) Nordic Environment Finance Corporation " - 796,116 აშშ დოლარი;
  25. ნიდერლანდები - 584,769 აშშ დოლარი;
  26. თურქმენეთი - 211,071 აშშ დოლარი;
  27. უზბეკეთი - 98,356 აშშ დოლარი;
  28. უკრაინა - 89,819 აშშ დოლარი.


საგარეო ვალის ნაწილია ასევე $500- მილიონიანი ევროობლიგაციები, რომლებიც გაზის და ნავთობის კორპორაციამ გამოუშვა.

ლარებში გამოხატული ვალის მოცულობა განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გაიზარდა, რაც საქართველოში არსებულ სავალუტო კრიზისს უკავშრდება.

საშინაო ვალის მოცულობა კი 4.1 მილიარდ ლარს შეადგენს. ჯამურად, სახელმწიფო სექტორის ვალი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 40.9%-ის დონეზეა.