მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლის შესახებ კანონპროექტს განვიხილავთ - ბითაძე

6359869d4a4d5
ალა ისპირიანი
26.10.22 23:30
746
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძის განცხადებით, კომიტეტი „ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლის შესახებ კანონპროექტს განიხილავს.

როგორც ბითაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, სახელმწიფოს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ თუ ავტომობილი ვიზუალურად შავ ბოლს აფრქვევს რეაგირება მოახდინოს.

„ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ავტომობილებთან მიმართებით სისტემის დახვეწის კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს ეხება.

ვფიქრობთ ტექინსპექტირების გამკაცრების ეს ორი სისტემაა, ჯარიმების კუთხით და ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლი მნიშვნელოვანია. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო წლიდან დიზელის საწვავის ევრო 5-ის სტანდარტის გვექნება და ყველაზე დიდი დამაბინძურებელი ტრანსპორტი მთლიანად ამოდის ხმარებიდან, იმის მანიშნებელია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში გაუმჯობესებულ შედეგებს აუცილებლად მივიღებთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე სანქციების გამკაცრება იგეგმება. ბითაძის განცხადებით, ცვლილება ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები