29.ივნისი .2022 22:41

ვკისრულობთ ვალდებულებას საქართველოს შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა პროცესი წინ წავწიოთ - შარლ მიშელი

ვკისრულობთ ვალდებულებას საქართველოს შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა პროცესი წინ წავწიოთ - შარლ მიშელი
views 854
უკან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.

მისი ინფორმაციით, შეხვედრისას მან ღარიბაშვილს კვლავ დაუდასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ დავუდასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია. გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი.

ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად“, - აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.