მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვმუშაობთ, რა პაკეტი შეგვიძლია შევთავაზოთ ღამის ეკონომიკის სექტორს, რომ გარკვეული შვება იგრძნონ - კალაძე

5ec668ef12d8d
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.20 15:37
917

ვამუშავებთ დოკუმენტაციას, თუ რა პაკეტი შეგვიძლია შევთავაზოთ ღამის ეკონომიკის სექტორის წარმომადგენლებს, რომ იგრძნონ გარკვეული შვება - ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ღამის ეკონომიკის“ განვითარების დაანონსებული გეგმის წარდგენასა და არსებული მდგომარეობაში ამ სექტორში მოქმედი კომპანიების გამოწვევებს შეეხებოდა.

როგორ კახა კალაძემ განაცხადა, მერიის მიერ დაანონსებული ღამის ეკონომიკის განვითარების გეგმის პრეზენტაცია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გადაიდო. მისი თქმით, ამ პერიოდისთვის ამ მიმართულებით მოქმედი კომპანიების ხელშეწყობა პრიორიტეტულია.

„ზოგადად ღამის ეკონომიკის განვითარების პრეზენტაციას რაც შეეხება, ცხადია პრეზენტაცია არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გაკეთდებოდა და ყველა ვხედავთ თუ რა რთულ მდგომარეობაში გვიწევს მუშაობა ყველას, ჩვენც თქვენც. რა თქმა უნდა, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება და ამის დრო მოვა, გავაკეთებთ.

რაც შეეხება დახმარების ნაწილს, რა თქმა უნდა ყველა დაზიანდა არამხოლოდ საკლუბო ბიზნესი, არამედ კაფე-ბარები, რესტორნები... მთელი რიგი მიმართულებებია, რომელსაც პრობლემა შეუქმნა არსებულმა ვითარებამ. სხვათა შორის ჩვენ გავაკეთეთ კვლევა არსებულ ვითარებაში, რომელ ბიზნესს რა პრობლემები აქვს. გვაქვს გარკვეული ხედვა, ვამუშავებთ დოკუმენტაციას, თუ რა პაკეტი შეგვიძლია შევთავაზოთ ამ სექტორის წარმომადგენლებს, რომ იგრძნონ გარკვეული შვება“, - განაცხადა მერმა.

კითხვაზე - რა შეღავათები შეიძლება გაუწიოს მერიამ ღია კაფე-ბარების მსგავსად, დახურული კაფე-ბარების მფლობელებს, კახა კალაძემ განაცხადა:

„ყველა იმ კაფეებსა და რესტორნებს, რომლებსაც ჩვენთან აქვთ ხელშეკრულება, მუნიციპალური ან სახელმწიფო ქონება აქვთ იჯარით აღებული, ყველა არის განთავისუფლებული იჯარის გადასახადებისგან. სხვა მიმართულებით დახმარებების პაკეტს, რადგან ღამის ეკონომიკაზე დამისვით შეკითხვა უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ“.

 

შეგახსენებთ, საკლუბო ბიზნესი ღამის ეკონომიკის პროექტს მკვდრათშობილ ინიციატივას უწოდებს, რომელშიც ფული გაიფლანგა.