მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მწვანე ბარათი" - ტრანსპორტის სავალდებულო დაზღვევა საზღვარგარეთ

60c1e21fefbb9
BM.GE
10.06.21 14:00
1397
მომხმარებელს, რომელსაც უწევს ავტომობილით მოგზაურობა საქართველოს ფარგლებს გარეთ, "ალდაგი" “მწვანე ბარათს” სთავაზობს. ეს არის დაზღვევა, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ მომხდარი სადაზღვევო შემთხვევებისას მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობას ფარავს.

მწვანე ბარათი მოქმედებს 48 ქვეყანაში და სავალდებულოა ყველა ავტომობილისთვის, რომელიც საქართველოს საზღვარს კვეთს.

“საზღვრების გახსნასთან ერთად, აქტუალური ხდება საზღვარგარეთ დაზღვევაც, სწორედ ამიტომ მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქტს, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც კორპორატიული კლიენტებისთვის, ისე - ფიზიკური პირებისთვის.

"მწვანე ბარათი" გულისხმობს საზღვარგარეთ ქართული მხარის ბრალეულობით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, რაც ძალიან მოსახერხებელია უცხო ქვეყანაში უსიამოვნო პროცედურებისა და მოულოდნელი მსხვილი ხარჯების თავიდან ასაცილებლად", - აცხადებენ "ალდაგში".

აქციის ფარგლებში, 1-წლიან პოლისზე დაზღვეული საჩუქრად მიიღებს "გრინვეის" ტექდათვალიერების ვაუჩერებს ან სასაჩუქრე ბარათებს ამბოლის პროდუქციაზე.

პოლისის გაფორმება შესაძლებელია დოკუმენტაციის წარდგენით, მისი მოქმედების მინიმალური ვადა 15 დღეა.
პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
(R)