მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხის მერიაში აიპების რეფორმა მიმდინარეობს - რა იცვლება?

630a183300635
BM.GE
27.08.22 17:04
1374
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მათ მიერ ხორციელდება მერიის მმართველობის სფეროში შემავალი ა(ა)იპ-ების რეფორმა. მერიის თანახმად, ისინი ამჟამად მუნიციპალური საბავშვო ბაღების რეფორმას ახორციელებენ, რომლის შედეგედაც, საბიუჯეტო რესურსების გამოთავისუფლება და აღნიშნული რესურსით ბავშვების საჭიროებებზე მორგებული ხარჯების გაწევა არის დაგეგმილი. 

რეფორმის გეგმა და ფაქტობრივი მდგომარეობა

ა(ა)იპ საბავშვო ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ბიუჯეტი შეადგენს 2,475,000 ლარს, საიდანაც, 2,073,240 ლარი (ბიუჯეტის 84%) მიმართულია სახელფასო ანაზღაურებაზე.

ბავშვთა კვებას ხმარდება მხოლოდ 285,000 ლარი, რაც ახლოსაც კი არაა ბავშვის განვითარებისთვის საჭირო პროდუქტების მისაღებად.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის უმთავრეს საჭიროებებზე, წიგნებსა და სათამაშოებზე 2021-22 წლის ბიუჯეტებში არცერთი თეთრი არ არის გამოყოფილი.

2022 წელს საბავშვო ბაღებში საშუალო დღიური გამოცხადება შეადგენს 491 ბავშვს. აღნიშულ კონტიგენტს კი ემსახურება 368 თანამშრომელი (ანუ ერთ ბავშვს ემსახურება 0.75 თანამშრომელი). სახეზეა საშტატო რიცხოვნობის აშკარა შეუსაბამო და არსებითად ზედმეტი რაოდენობა.

რეფორმის შედეგები

ახალი საშტატო ნუსხით განისაზღვრა - 333 თანამშრომელი, რაც 36 საშტატო ერთეულით ნაკლებია არსებულზე. შედეგად გამოთავისუფლებული თანხა შეადგენს 190,080 ლარს.

აღნიშნული ეკონომია საშუალებას გვაძლევს:

1. ბავშვთა კვების რაციონში დავამატოთ
კარაქი,
იოგურტი,
კვერცხი,
მომავალი წლიდან - ორაგული;
2. შევიძინოთ სათამაშოები და წიგნები;
3. ხელფასები გავზარდოთ 10%-ით,"- ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებულ პროექტში.