მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალკის კანიონზე კომპლექსის გახნსა 2022 წლის გაზაფხულამდე გადაიდო

60fdd03072d38
მარიამ იზორია
26.07.21 09:00
2296
წალკის კანიონზე კომპლექსის გახსნა 2022 წლის გაზაფხულამდე გადაიდო, საუბარია ეკოტურისტული სივრცის პროექტზე, რომელსაც საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე ებრაული კომპანია “Kass land“-ი 120 მლნ ლარის ინვესტიციით ახორციელებს და 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდის, სასტუმროს, რესტორნის, ე.წ „ზიპლაინის“, ველობილიკის, სპას, ღია და დახურული აუზებისა და სასადილო სივრცის მოწყობას ითვალისწინებს.

შეგახსნებეთ, რომ ეკოტურისტული სივრცის გახსნა 2021 წლის ივლისში იგეგმებოდა, თუმცა, როგორც “Kass land“-ის დირექტორი bm.ge-სთან განმარტავს, კოვიდსიტუაციამ მიმდინარე სამუშაოები შეაფერხა. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ვიზიტორთა ცენტრია, რომელიც სტუმრებს დაცულ ტერიტორიაზე წალკის კანიონის ბუნების ძეგლის მონახულების საშუალება აძლევს.

„მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, რაც კოვიდსიტუაციას უკავშირდება, ხიდის მასალების ჩამოტანა შეფერხდა, ქარხანამ, საიდანაც კონტრაქტორი კომპანია მასალებს ელოდებოდა, მისი გამომზავნა ევროპაში არსებული რთული პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე დადგენილ ვადებში ვერ უზრუნველყო, ვინაიდან ხიდი კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და დაკავშირებულია ყველა ატრაქციასთან, იძულებულები გავხდით სივრცის მთლიანად გახსნა გადაგვედო, მოწყობილი სამშენებლო მოედანი კვების ობიექტების, ზიპ-ლაინის, საქანელასა და სხვა ატრაქციების გახსნის საშულაებას არ გვაძლევს, აქვე მოგახსენებთ, რომ სასტუმროს მშენებლობაც დავიწყეთ, ვამატებთ სხვადასხვა სივრცეს და კომპლექსის სრულ გახსნას 2022 წლის გაზაფხულზე ვგეგმავთ“ - აცხადებს ეკატერინე თორდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები