მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალკაში, KASS LAND-ის სასტუმრო 2024 წლის ივნისში გაიხსნება

kass land

წალკაში, დაშბაშის კანიონის მიმდებარედ, “კასს ლენდის“ ტერიტორიაზე სასტუმრო 2024 წლის ივნისში გაიხსნება.  ამის შესახებ „ქალების ნარატივის“ ეთერში KASS group-ის გენერალურმა დირექტორმა, ეკატერინე თორდიამ განაცხადა.

„სასტუმროს მშენებლობა 6 თვის წინ დაიწყო და 2024 წლის ივნისში დასრულდება. სასტუმრო იქნება 53-ნომრიანი, კიდევ დამატებით იქნება 3 ლუქს ნომერი სხვადასხვა ხედებით. სასტუმროში განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზი, აშენდება აკვაპარკიც“, - აღნიშნა ეკატერინე თორდიამ.

სასტუმროში განთავსების ღირებულება 1 დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 150 დოლარი იქნება.

ისრაელურმა კომპანია Kass Land-მა საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე, წალკის კანიონზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა და შუშის ხიდი ოფიციალურად 2022 წლის 14 ივნისს გახსნა. 120 მლნ ლარის ღირებულების ეკოტურისტული სივრცე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდს, რესტორანს, „ზიპლაინს“, ველობილიკს და 62 ვილჰაუსს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები