მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება|ინვესტიცია ₾20 მილიონს აჭარბებს

ბალეოლოგიური

თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში (Tbilisi Balneological SPA Resort) 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს წინასწარი გახსნა დეკემბერშია დაგეგმილი. როგორც BM.GE-სთან კურორტის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ყვავილაშვილმა განაცხადა, სწორედ დეკემბერში გაჟღერდება, თუ რომელი ბრენდის სასტუმროზეა საუბარი.

მისივე თქმით, 90-ნომრიან სასტუმროში ინვესტიცია 20 მლნ ლარს აჭარბებს.

"სასტუმროს წინასწარი გახსნა გვექნება დეკემბერში და ივნისში უკვე მთლიანად გავხსნით. იქნება ჩვენს შენობაში, ზედა ორ სართულზე. ევროპული ბრენდის ქვეშ 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო შემოდის. 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო",- აღნიშნა სალომე ყვავილაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტისა და Praline-ის კოლაბორაციით, უკვე გაიხსნა ახალი კაფე, რომელიც ჯანსაღი კვების მიმართულებაზეა ორიენტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები