მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წარმოება გაყინულ ანგარიშებზე წვდომის დაბრუნებისთანავე აღდგება“ - IDS Borjomi

626bfe8c00da4
ვიქტორია მღებრიშვილი
29.04.22 23:08
1254
როგორც კი ანგარიშებზე წვდომა დაგვიბრუნდება, წარმოების პროცესი დაუყოვნებლივ აღდგება, - ამის შესახებ BM.GE-ს მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელ კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოში" განუცხადეს, რომელმაც დღეიდან წარმოება შეაჩერა.

მათივე ინფორმაციით, IDS Borjomi-ს ანგარიშები 15 მარტიდან გაიყინა, რის შესახებაც კომპანიამ მთავრობას აცნობა და მხარდაჭერა ითხოვა, რათა დასაქმებულებისთვის შრომის ანაზღაურების გაცემა შეძლებოდა. სახელმწიფო კი კომპანიას დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებაში დაეხმარა.

„დღეისთვის IDS ბორჯომი საქართველო 1 000 სამუშაო ადგილს ქმნის და ხელფასები შეუფერხებლად გაიცემა. იმედი გვაქვს, ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება. აპრილი-მაისში ხელფასები დარიგდება“, - ამბობენ კომპანიაში.

კითხვაზე, ახორციელებს თუ არა კომპანია ექსპორტს და რამდენ ხანს იქნება დახლებზე კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტები, IDS ბორჯომი საქართველოში პასუხობენ:

„ექსპორტი შეძლებისდაგვარად გრძელდება, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომმა გარკვეული მიმართულებით შეფერხებები გამოიწვია.

საქართველოს რაც შეეხება, პროდუქციის გარკვეული რაოდენობა გვაქვს და დიდი ალბათობით რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს საკმარისი იქნება, დამოკიდებულია იმაზე, რა დრო დასჭირდება ანგარიშებზე წვდომის მიღებას“, - ამბობენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები