მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ იცავს რეგულაციებს ყველაზე კარგად? - ამირან გამყრელიძემ ტესტირების შედეგები შეაჯამა

602251a1e4867
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.21 13:24
945
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის პარალელურად კონკრეტულ ჯგუფებში ჩატარებული ტესტირებების შედეგები პოზიტიურია.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და საზოგადოებას სხვადასხვა ჯგუფებში ჩატარებული ტესტირების შედეგები გააცნო.

„ახალი ჯგუფები, რომლებიც ეკონომიკის გახსნის სხვადასხვა ეტაპზე იტესტებიან, აჩვენებენ დადებითობის საკმაოდ დაბალ პროცენტს, რაც კარგია და იმაზე მიუთითებს, რომ ინფექციის ცირკულაციამ ქვეყანაში სერიოზულად იკლო. დაახლოებით, 17 000 ტაქსის მძღოლია გატესტილი და დადებითობა 0.5%-ია, ბაზრის მოვაჭრებიდან 13 600 ადამიანია გატესტილი და დადებითი 0.4%-ია; რელიგიის მსახურებიდან 8 200 ადამიანი გაიტესტა და დადებითი 1.1%-ია, მოლების და სავაჭრო ცენტრების 6 000 თანამშრომელია გატესტილი და 0.1%-ია დადებითი ანუ რეგულაციებს ყველაზე კარგად იცავენ; ასევე, გაიტესტა სკოლის 12 600 თანამშრომელი და დადებითი მხოლოდ 0.3%-ია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ სამ დიდ ქალაქში სკოლების გახსნის გადაწყვეტილებას ეს ინდიკატორები ხელს უწყობს.

„ქვეყანა სტაბილიზაციისკენ მიდის და სტაბილურდება ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ გვაძლეს თვითდამშვიდების საშუალებას და არც ილუზიის შექმნის საშუალებას, რაც ზაფხულში გვქონდა, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი. კორონავირუსული ინფექცია დღეს ქვეყანაში არის, მაგრამ ის სრულად მართვადია“, - აღნიშნა NCDC-ის ხელმძღვანელმა.