მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს 50 სახელმწიფო საწარმოს გაყიდვას ვგეგმავთ - მინისტრობის კანდიდატი

6030baa3716c4
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.21 11:39
4252
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მიმდინარე წელს 50 სახელმწიფო საწარმო გაიყიდება, თუმცა ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ 2021 წელს ყველა სახელმწიფო საწარმო ვერ გაიყიდება. აღნიშნულ საკითხზე თურნავამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

„აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში. საპარლამენტო კომიტეტების მიერ წარმოებული მოკვლევების დასკვნების საფუძველზე 2 მიმართულებით მივდივართ ერთი - სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და მათი კორპორატიზაციაა და მათი შემდგომი შესაძლებლობა, რომ მეტად დამოუკიდებლები იყვნენ ფინანსურად, მაგრამ ეს არის რამდენიმე სტრატეგიული საწარმო. ჩვენ ამ ახალი აქტიური პრივატიზაციის პოლიტიკის შედეგად ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე სულ მცირე 50 სახელმწიფო საწარმო იქნება შეთავაზებული პრივატიზების პროცესში კერძო ბიზნესისთვის. უახლოეს პერიოდში პირველი 10 საწარმო იქნება შეთავაზებული. ეს არ ნიშნავს, რომ წელს ყველა გაიყიდება, მაგრამ ეს იქნება ძალიან საინტერესო შეთავაზება“, - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები