„წელს ევროპის მასშტაბით უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკური ზრდის 9 თვის მაჩვენებლის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, 9 თვეში ეკონომიკური ზრდა 11.3%-ია, წლის ბოლომდე კი მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება.
„წელს ჩვენ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს არა მხოლოდ მთელს რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. 9 თვის მონაცემებით რეალური ეკონომიკური ზრდა 11,3%-ია. ამას გარდა, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით წელს, წლის ბოლომდე მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება.
2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 65 მილიარდს შეადგენს, ეს არის ისტორიული მაქსიმუმი, ისევ როგორც ისტორიული მაქსიმუმი იქნება ის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 5 500 დოლარს შეადგენს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად გადასცდება დაახლოებით 5 500 დოლარს, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტში მეტი სახსრები გაგვიჩნდება, მეტი შემოსავალი გაგვიჩნდება, მეტ პროექტებს დავაფინანსებთ და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება მეტი სამუშაო ადგილების შექმნა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ოპტიმისტური განწყობები და მოლოდინები გვაქვს და მომდევნო წელიც ასევე ძალიან პოზიტიური იქნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ