საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფარმაცევტულ კომპანია PSP-ს ონკოლოგიური წამლების 200-300%-იანი ფასნამატით რეალიზებაში ადანაშაულებს. პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა PSP-ს დამფუძნებელს კახა ოქრიაშვილს „დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ფასნამატების შემთხვევებზე სახელმწიფოს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება.
„წამლების ფასი, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის იყო გამოწვევა, 60-80%-ით შემცირდა, მას შემდეგ, რაც ჩვენ თურქეთის ბაზარი გავხსენით. ამგვარად 200 მილიონი ლარი დაზოგა ქართველმა ხალხმა. რეფერენტული ფასები დავაწესეთ...
აქვე მინდა გამოვეხმაურო ამ დესტრუქციული ძალის ერთ-ერთ წარმომადგენელ კახა ოქრიაშვილის... კომპანია PSP, რომელმაც 2 დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 200-300%-იანი ფასნამატი გააკეთა და ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება. დაუყოვნევბლივ მოხდება რეაგირება და ძალიან მკაცრი შედეგები დაიდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.