მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის სახელმწიფომ 346 პაციენტი დააფინანსა

5e0a2f7f0583c
თამთა ჯიჯავაძე
30.12.19 22:21
1151
მიმდინარე წლის 11 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ბიუჯეტიდან საზღვარგარეთ მკურნალობისა და სამედიცინო მომსახურებებისთვის 346 პაციენტი დაფინანსდა. ჯამში გამოყოფილმა თანხამ 5,612,955.23 ლარი შეადგინა. შესაბამისი ინფორმაცია bm.ge-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა.

როგორც უწყებიდან მიღებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყველაზე მეტი პაციენტი - 85 მათგანი ონკოლოგიის, 80 პაციენტი - ონკოჰემატოლოგიის, ხოლო 36 ნევროლოგიის მიმართულებით დააფინანსეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 11 პაციენტი ღვიძლის და თირკმლის პათოლოგიის (ტრანსპლანტაციისთვის) დაფინანსდა. კარდიოქირურგიის მიმართულებით კი 10 პაციენტი.

რაც შეეხება გასულ წელს, საზღვარგარეთ მკურნალობისთვის საქართველოს პაციენტთა დაფინანსების მიზნით 4,117,057.61 ლარი გამოიყო. თუმცა, დააფინანსეს უფრო მეტი - 364 პაციენტი, ვიდრე წელს. 2018 წელსაც ყველაზე მეტი პაციენტი ონკოლოგიის (77), ონკოჰემატოლოგიის (67) და ნევროლოგიის (61) მიმართულებით დაფინანსდა.