მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: ადამიანებს დაფასოებული საკვებიდან კორონავირუსით დაინფიცირების არ უნდა ეშინოდეთ

5f363dc9ba184
ნათია თაქთაქიშვილი
14.08.20 15:00
945
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ ადამიანებს დაფასოებული საკვებიდან კორონავირუსით დაინფიცირების შიში არ უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ადამიანების საკვებით დაინფიცირების არ უნდა ეშინოდეთ, მით უმეტეს, როდესაც ის შეფუთული და დამუშავებულია. აქამდე არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, რომ ადამიანი კორონავავირუსით საკვებისგან დაინფიცირდა. ამიტომ ადამიანებმა თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ“, –განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა.

შეგახსენებთ, ჩინეთის ორი ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბრაზილიურ გაყინულ ქათმის ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა. სენძენის და ჟიანის დაავადების კონტროლის ადგილობრივმა ცენტრებმა ქათმის ფრთიდან ნიმუშები აიღეს, გაყინულ პროდუქციაში კორონავირუსის არსებობა დადასტურდა.