მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: AstraZeneca-ს დადებითი უფრო მეტი აქვს, ვიდრე - უარყოფითი

6050aab908163
ნათია თაქთაქიშვილი
16.03.21 17:21
689
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით გამოწვეული თრომბოემბოლიის რისკების ზრდის საკითხის შესწავლას ევროპის წამლის სააგენტოსთან თანამშრომლობით აგრძელებენ. ინფორმაცია WHO-ს ოფიციალურ გვერდზე დღეს გავრცელდა.

როგორც WHO აღნიშნავს, ამ ეტაპზე არსებული შეფასებებით, არ დასტურდება, რომ თრომბოემბოლიური მოვლენები AstraZenca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია.

„მიუხედავად აღნიშნული ინფორმაციისა, ევროპის წამლის სააგენტოსთან ერთად ვაგრძელებთ აღნიშნული საკითხის დეტალურ შესწავლას და როგორც კი მოკვლევა დამთავრდება, საზოგადოებას შედეგებს აუცილებლად გავაცნობთ“, - აღნიშნულია WHO-ს განცხადებაში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ AstraZeneca-ს დადებითი მხარე უფრო მეტი აქვს, ვიდრე - უარყოფითი.

„WHO-ს პოზიცია ამჟამად ასეთია - AstraZeneca-ს ვაქცინის დადებითი მხარე ბევრად აღემატება იმ საფრთხეს, რაც მის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს და ბევრად უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს, ვიდრე თავად კორონავირუსს“, აღნიშნულია WHO-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ განცხადება 2 დღის წინ თავად AztraZenca-მაც გაავრცელა და  ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირი გამორიცხა.