მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდის ახალაღმოჩენილი შტამი ყველაზე გადამდებია - WHO

63b68c23db7e1
მარიამ ვარადაშვილი
05.01.23 12:35
1475
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] განცხადებით, ომიკრონის ქვევარიანტი XBB.1.5, რომელიც ამ ეტაპზე აშშ-ში დომინანტურად ითვლება, ვირუსის უკვე არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე გადამდებია.

ორგანიზაციის ცნობითვე, სწრაფი გავრცელების მიუხედავად, ვირუსი სხვა ვარიანტებზე მძიმედ არ მიმდინარეობს. WHO-ის წარმომადგენელი მარია ვან კერჰოვი ასევე აცხადებს, რომ ბოლო ორ კვირაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი აშშ-ში თითქმის გაორმაგდა. “ეს ვირუსის ყველაზე გადამცემი ქვევარიანტია, რაც კი აქამდე აღმოჩენილა”, - აცხადებს ის.

ამ ეტაპზე ვირუსის ეს შტამი მსოფლიოს 29 ქვეყანაშია გამოვლენილი, თუმცა WHO მსოფლიოში ვირუსის შემთხვევების გამოვლენის სიმცირეს გენომის სეკვენირების შემცირებას უკავშირებს. ამ ეტაპზე ორგანიზაციას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რამდენად სერიოზულად შეიძლება წარიმართოს XBB.1.5-ის შემთხვევები, თუმცა მარია ვან კერჰოვი მიიჩნევს, რომ ინფიცირებულ ადამიანებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ სხვა ვარიანტებთან შედარებით ის მძიმედ არ მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები