ბრიტანული გამოცემა Express-ი აქვეყნებს ადამ სმიტის ინსტიტუტის მკვლევარის, მარკ ოუტსის სტატიას ელექტრონულ სიგარეტებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პოლიტიკასთან დაკავშირებით.
სტატია WHO-ს FCTC-ის ფორმატში გამართულ საერთაშორისო კონფერენცია COP9-ს უკავშირდება, სადაც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა თამბაქოს პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს.
როგორც მარკ ოუტსი აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი გამონაკლისი სახელმწიფოა, რომელიც არ იზიარებს WHO-ს პოზიციას, რომლის მიხედვითაც ელექტროსიგარეტების მოხმარებაც ისევე მავნეა, როგორც ჩვეულებრივი წვადი სიგარეტები, რადგანაც მეცნიერება სწორედ საპირისპიროს ამტკიცებს, რომ ელექტროსიგარეტის მოხმარებისას ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით 95%-ით ნაკლები მოცულობის მავნე ნივთიერებები გამოიყოფა.
მსოფლიოში მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი იღუპება. მარკ ოუტსის თქმით, არსებულ ვითარებაში WHO მილიონობით მწეველი ადამიანის გადარჩენისთვის არ ზრუნავს და ამის ნაცვლად, აქებს ატარებს წამახალისებელ მიდგომას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ელექტროსიგარეტებზე რეგულაციებს ამკაცრებენ, რის მაგალითსაც ინდოეთი წარმოადგენს, სადაც ელექტრონული სიგარეტი აიკრძალა კიდეც.
“საბედნიეროდ არიან ამ პოლიტიკისგან გამონაკლისები, რამდენიმე კვირის წინ, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთი შეიმუშავებს პოლიტიკას, რომლითაც ექიმებს მიეცემათ შესაძლებელობა, სიგარეტის მომხმარებლებს, რომლებიც მოწევას თავს ვერ ანებებენ, ელექტროსიგარეტი შესთავაზონ,”- წერს ოუტსი.
ექიმის მიერ ელექტროსიგარეტის დანიშვნის წესის დაანონსებამდეც, უკვე რამდენიმე წელია ბრიტანეთი თამბაქოს ზიანის შემცირებისთვის აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რომელთა შედეგადაც ქვეყანაში სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობამ იკლო. მთლიანობაში გაერთიანებულ სამეფოში მწეველი მოსახლეობის წილი, მთელი ევროპის მასშტაბით შვედეთის შემდეგ მეორე ყველაზე დაბალია.
“მეცნიერული მტკიცებულებების და ბრიტანეთის მსგავსი წარმატების ისტორიების უგულვებელყოფით, მომხმარებელთათვის ინფორმაციაზე წვდომაზე უარის თქმით და ელექტროსიგარეტებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გადახედვაზე უარით, WHO აკეთებს ზუსტად იმის საპირისპიროს, რისთვისაც ის შეიქმნა.
ორგანიზაცია ვალდებულია მოისმინოს და შეისწავლოს მისი წევრი ქვეყნების გამოცდილება, ამის ნაცვლად თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების საკითხებზე WHO ქვეყნებზე ახდენს ზეწოლას, რათა მათ არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული, ხისტი და არარაციონალური გადაწყვეტილებები მიიღონ,”- წერს მარკ ოუტსი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ