მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანმო ეპიდემიის კონვენციაზე მუშაობს - რა მსგავსება და განსხვავება იქნება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან?

641b1629d8aa2
BM.GE
22.03.23 18:46
1476
კოვიდ 19-ის პანდემიის დროს ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ის WHO-ს მიერ გლობალურად იყო წახალისებული. პანდემიის დროს, ზიანის შემცირების სტრატეგიები გამოიხატებოდა პირბადეების ტარებაში, დეზინფექციაში, სოციალურ დისტანცირებაში.

2023 წლის თებერვალში WHO-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია, მის 194 წევრთან ერთად პანდემიის მართვის კონვენციას შეიმუშავებს, რომელშიც ზიანის შემცირების პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუკი ზიანის შემცირების პოლიტიკა პანდემიის მართვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ არაა ის აღიარებული თამბაქოს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში?

ამ საკითხთან დაკავშირებით, მაიკლ დე ლუკა და მარიო ლ. რამირესი საკუთარ სტატიაში სამი მნიშვნელოვანი გამოწვევის შესახებ საუბრობენ, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის კონვენციის შემუშავება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციაზე დაფუძნებით მოხდება.

სტატიის თანახმად, პირველი გამოწვევა თამბაქოს ჩარჩო-კონვენციაში ზიანის შემცირების სტრატეგიისადმი ნაკლები ყურადღებაა. როგორც ავტორები იუწყებიან, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტებმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადეს - ბაზარზე გამოჩნდა ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ატერნატიული პროდუქტები, რომლებიც არ იყენებენ წვას, შედეგად, გამოყოფენ მავნე ქიმიური ნივთიერებების შედარებით მცირე რაოდენობას.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა - უნდა დაწესდეს თუ არა ნიკოტინის შემცველ ალტერნატიულ პროდუქტებსა და ტრადიციულ სიგარეტებზე ერთნაირი რეგულაციები?

2016 წელს ჯანმოს მიერ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მეშვიდე მხარეთა კონფერენციისთვის მომზადებული დოკუმენტის თანახმად, “თუ თამბაქოს მწეველთა დიდი ნაწილი, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, დაუყოვნებლად ჩაანაცვლებენ სიგარეტს შემცირებული რისკის მქონე ალტერნატიული ნიკოტინის პროდუქტებით და მალევე შეწყვეტენ მის მოხმარებას, ეს იქნება თანამედროვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი მიღწევა.''

მართალია, ჯანმო აქტიურად უჭერს მხარს ზიანის შემცირების სხვა ინიციატივებს (მაგალითად, შიდსის და აივ ინფექციის ზიანის შემცირების პროგრამებს), თუმცა, ის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციაში ზიანის შემცირებას არ ითვალისწინებს. უფრო მეტიც, ორგანიზაცია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, სრულად აკრძალონ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარება და მათზე ტრადიციული თამბაქოს პროდუქტებზე დაწესებული შეზღუდვების მსგავსი რეგულაციები დააწესონ.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ19-ის პანდემიის დროსაც ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ის გლობალურად იყო წახალისებული - მოუწოდებდნენ დეზინფექციისკენ, პირბადეების მოხმარებისკენ, სოციალური დისტანცირებისკენ… მოსალოდნელია, რომ ზიანის შემცირების სტრატეგიას ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა პანდემიის კონვენციაშიც. თუმცა, ამ გადაწყვეტილებების ფონზე ისმის მთავარი კითხვა: თუ ჯანმო ხედავს, რომ ზიანის შემცირების სტრატეგია სარგებლის მომტანია, მაშინ რატომ არ ხდება მისი თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციაში იმპლემენტაცია? ეს ხომ არის შესაძლებლობა, ყოველწლიურად მოვახდინოთ მსოფლიოში 8 მილიონი ადამიანის სიკვდილის პრევენცია?

მეორე გამოწვევა - დე ლუკასა და რამირესის თანახმად, აუცილებელია კერძო სექტორი (ფარმა სექტორი) აქტიურად იყოს ჩართულნი პანდემიის კონვენციის შემუშავების პროცესში.

ჯანმოს პანდემიური გრიპისთვის მზადყოფნის კონვენცია აღიარებს კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას, რადგან “მას შეუძლია პანდემიური გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მოახდინოს [სახელმწიფოს] ტექნოლოგიური ინოვაციებით უზრუნველყოფა”.

ინდუსტრიის როლი ასევე თვალნათელი იყო კოვიდ19-თან ბრძოლის პროცესშიც - იქნებოდა ეს ვაქცინის შემუშავება, კვლევა და ბაზარზე გავრცელება.

მიუხედავად ამისა, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია სრულად ახდენს ინდუსტრიასთან კონტაქტის პრევენციას. კონვენციის 5.3 მუხლის თანახმად, “თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკას შორის არსებობს ფუნდამენტური და შეურიგებელი კონფლიქტი”.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ბაზარი განვითარდა, ინდუსტრია აქტიურად მუშაობს ალტერნატიული პროდუქტების შექმნაზე, რომელიც მწეველისთვის ნაკლები ზიანის მომტანი იქნება. საინტერესოა, მოახდენს თუ არა ჯანმო საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულების გადალახვას და მისცემს თუ არა შესაძლებლობას მწეველს, რომელიც სხვაგვარად გააგრძელებდა თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას, შესაძლებლობას, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი?

შესაბამისად, დე ლუკა და რამირესი აღნიშნავენ: “ უნდა ვიფიქროთ, არსებობს თუ არა კერძო ინდუსტრიასთან კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობის იმპლემენტაციის შესაძლებლობა, რაც დაეხმარება პანდემიის კონვენციას, გახდეს უფრო მეტად ეფექტური”.
მესამე გამოწვევად დე ლუკა და რამირესი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების პრიორიტეტიზაციას ხედავენ.
ავტორები ასევე ყურადღებას ამახვილებენ პანდემიის პერიოდში რესურსების უთანასწორობაზე, რომელიც განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის აღინიშნებოდა (იქნება ეს წვდომა პირბადეებზე თუ ვაქცინაზე). შესაბამისად, ისინი გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მსოფლიოში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის კლების მიუხედავად, მცირე და საშუალო შემოსავლების ქვეყნებზე თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის გავლენების შეფასება სათანადოდ არ ხდება, რაც უთანასწორო მიდგომებში გამოიხატება.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, რობერტ ბიგლიჰოლი და რუთ ბონიტა აღნიშნავენ, "მსოფლიოში ხუთი მწეველიდან ოთხი დაბალი ან საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყანაში ცხოვრობს. სწორედ ამ სახელმწიფოებზე მოდის ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად დაღუპული 8 მილიონი ადამიანის უდიდესი წილი. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ქვეყნებში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი კლებულობს, თუმცა ნელა". როგორც ჯანმო აღნიშნავს, პანდემიის კონვენციის მიზანი სწორედ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში არსებული უთანასწორობის აღმოფხვრაა.

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის გავლენების შესახებ ჩატარებული კვლევების შედეგების გათვალისწინებით კი აუცილებელია, რომ პანდემიის კონვენციამ მოახდინოს მდგრადი ტექნოლოგიური და ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა, აღნიშნული ზომების განხორციელების პროცესში.

მართალია, ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციიდან არაერთი გაკვეთილის სწავლა არის შესაძლებელი, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტური პანდემიის კონვენციის შემუშავებას. თუმცა, ალბათ, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მიღებიდან 20 წლის შემდეგ უკვე დადგა დრო, რომ ამ გაკვეთილების გათვალისწინებით თავად თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციაშიც მოხდეს ახალი მიდგომების იმპლემენტაცია, რაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები