მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიზეზები, რის გამოც მსოფლიომ ტუბერკულოზი ვერ აღმოფხვრა - გიორგი კუჭუხიძე, WHO ევროპის ბიურო

კუჭუხიძე

24 მარტს მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. BMGTV-ის ტელეგადაცემა “ჯანდაცვის სტანდარტი” სწორედ ტუბერკულოზის, როგორც ერთ-ერთი მომაკვდინებელი ინფექციური დაავადების თემას მიეძღვნა.

ტუბერკულოზი გადამდები ინფექციაა. გარდა იმისა რომ ის უპირატესად აზიანებს ფილტვებს,მაგრამ ასევე შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ძვალსახსროვან, საშარდე და სხვა სისტემებზე. მას იწვევს Mycobacterium tuberculosis ბაქტერია.ზოგადად, ტუბერკულოზს როგორც დაავადებას ძალიან დიდი ისტორია აქვს. გამომწვევი ბაქტერია 3 მილიონ წელზე მეტია არსებობს. დაავადების შესახებ უძველესი ცნობები ძველ საბერძნეთსა და რომშიც კი გვხვდება. ტუბერკულოზი, მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში ამჟამად ტუბერკულოზი დიდწილად კონტროლდება, ის მაინც კლავს მილიონზე მეტ ადამიანს ყოველწლიურად მსოფლიოში.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის” (WHO) ევროპის რეგიონულ ბიუროში ქართული დიასპორის წარმომადგენელი გიორგი კუჭუხიძე, რომელიც ევროპის რეგიონში ტუბერკულოზის საკითხებზე მუშაობს, "ჯანდაცვის სტანდარტში" იმ გლობალურ გამოწვევებზე საუბრობს, რაც ტუბერკულოზის მართვასთან დაკავშირებით არსებობს.

“არსებობს ოთხი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა რადიკალური გარღვევა და ამ ტემპით გლობალური სამიზნეების მიღწევასაც ვერ მოვახერხებთ 2030 წლისთვის. პირველი ეს არის ის, რომ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა არ არსებობს. მეორე მიზეზი ეს არის ტუბერკულოზის ინფექციის რეზერვუარის არსებობა, რომელიც განსხვავდება აქტიური დაავადებისგან და მიუხედავად ბოლო წლებში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტის და სამკურნალო რეჟიმების განახლების კუთხით დიდ პროგრესისა, ამ დაავადების მკურნალობა მაინც რჩება ხანგრძლივ პროცესად, საშუალოდ გრძელდება 6 თვეს, რითაც ის ბევრი სხვა ინფექციური დაავადებისგან განსხვავდება და ასევე მედიკამენტების ნაწილს აქვს გვერდითი მოვლენები, რაც ქმნის მკურნალობაზე დამყოლობის პრობლემას, როდესაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა ვერ ასრულებს მკურნალობას. ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ ტუბერკულოზს არ აქვს სპეციფიკური სიმპტომები, შედეგად მისი დიაგნოსტირება ვერ ხერხდება პირველადი ჯანდაცვის დონეზე, რაც სერიოზული პრობლემაა, რადგან ტუბერკულოზის დიაგნოზი ისმება გვიან და ართულებს პროცესებს. ეს არის ოთხი ძირითადი მიზეზი, რამაც ვერ აღმოფხვრა ტუბერკულოზთან ბრძოლა და დაავადების გავრცელების თუ ლეტალობის შემცირება”, - აღნიშნა გიორგი კუჭუხიძემ.

#ჯანდაცვისსტანდარტი - 23.03.2025 - გადაცემა სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები