BMGTV-ის ტელეგადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი” თბილისის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის დამფუძნებელმა/დირექტორმა და იმავდროულად, გლობალური ჯანმრთელობის ევრაზიის რეგიონალური აკადემიური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი შაქარიშვილმა გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის, როგორც დისციპლინის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც მუდმივად აისახება გლობალურ თანამშრომლობაზე ამ სფეროში და ჯანმრთელობის დაცვის სისტემურ მართვაზე, რომელიც როგორც ნებისმიერი სხვა დარგი თუ ინსტიტუცია,მუდმივ დახვეწას საჭიროებს.
“ტერმინი გლობალური ჯანმრთელობა შედარებით ახალი ტერმინია, ის 90 საუკუნის წლების ბოლოს შეიქმნა. მანამდე სხვა ტერმინი იხმარებოდა, როგორც საერთაშორისო ჯანმრთელობა. ეს არ არის მხოლოდ ტერმინოლოგიური სხვაობა და არის საკმაოდ მნიშვნელოვანი შინაარსობრივი სხვაობაც.
გლობალურ დიპლომატიას აქვს რამდენიმე ინსტრუმენტი და რამდენიმე პროცესი, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნები იყენებენ სახელმწიფოთა შორისი შეთანხმებების მისაღწევად. ყველაზე გავრცელებული და ფორმალური ინსტრუმენტია ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) წევრი ყველა ქვეყანა მონაწილეობს. შედეგად, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნებმა უნდა განახორციელონ, თუმცა ქვეყნებს არ აქვთ განხორციელების იურიდიული ვალდებულება.
მეორე ინსტრუმენტია ვალდებულებითი ინსტრუმენტები, რომელთა შესრულებაზეც ქვეყნები თანხმდებიან რომ ისინი ოფიციალურ ვალდებულებას იღებენ რომ ეს შეთანხმებები განახორციელონ.
ასევე არის მთელი რიგი ნებაყოფლობითი ვალდებულებები, ამის მაგალითია საერთაშორისო რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ქვეყნები თანხმდებიან, რომ ერთმანეთს უნდა შეატყობინონ პანდემიებისა თუ რიგი ავადმყოფობების შესახებ.
საბოლოო ჯამში, ეს არის გლობალურად შეთანხმებული სტრატეგია, ანუ ქვეყნები თანხმდებიან პროცესზე.“ ამბობს გიორგი შაქარიშვილი.
#ჯანდაცვისსტანდარტი - 02.03.2025 - გადაცემა სრულად