მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაცია (WHO) მთავრობებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებულმა საგანგებო მდგომარეობებმა, შესაძლოა, ბიზნესები გაანადგუროს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
WHO-ს წარმომადგენელი დავიდ ნაბარო აცხადებს, რომ ორგანიზაცია მხარს არ უჭერს საგანგებო მდგომარეობის დაწესებას, როგორც ვირუსზე კონტროლის ძირითად საშუალებას. ის აღნიშნავს, რომ აკრძალვების დაწესება გლობალურ ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს.
„საგანგებო მდგომარეობები ნეგატიურ გავლენას ახდენს მოწყვლად ჯგუფებზე, განსაკუთრებით კი, ღარიბ ადამიანებზე და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აგდებს მათ“, - განაცხადა ნაბარომ.
WHO-ს წარმომადგენელი, ასევე, აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და აკრძალვები მძიმედ მოქმედებს იმ ქვეყნებზე, რომელთა ეკონომიკაც ტურიზმზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ WHO-ს ხელმძღვანელი ტედროს გებრეისუსი ქვეყნის მთავრობებს ეკონომიკის და სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს. „ჩვენ უნდა მოვახერხოთ ვირუსის კონტროლი მთლიანი დახურვის გარეშე და ისე, რომ ამან ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ იქონიოს“, - განაცხადა გებრეისუსმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?