მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: "ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის"

5efa2ba9670c2
თამთა ჯიჯავაძე
30.06.20 00:00
4875
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია დასასრულთან ახლოსაც კი არ არის. BBC-ის ცნობით, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ „ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინაა “. მისივე თქმით „ასეთი გარემოთი და პირობებით, ჩვენ ვშიშობთ რომ უარესი გველოდება“.

როგორც WHO-ს ხელმძღვანელი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ქვეყნებში ვირუსის გავრცელება შენელდა, პანდემიის ტემპი მაინც იზრდება, რის გამოც მომდევნო თვეებში მსოფლიოს დასჭირდება უფრო მეტი მოთმინება.

„ექვსი თვის წინ, ვერცერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა თუ როგორ აღმოჩნდებოდა მსოფლიო და ჩვენი ცხოვრება ასეთ ქაოსში ახალი ვირუსის გამო“, – განაცხადა ტედროს გებრეიესუსმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოავლინეს ჩინეთში. ამ დროისთვის 10 მილიონზე მეტი დაინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული მსოფლიოს მასშტაბით. კორონავირუსს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.