მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: ვაქცინაზე წვდომის დასაჩქარებლად მეტი ფინანსური რესურსია საჭირო

5f5b4c1de1931
ნათია თაქთაქიშვილი
11.09.20 22:21
1195

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO)აცხადებს, რომ კორონავირუსის გამოსავლენ ტესტებზე, მკურნალობასა და ვაქცინაზე წვდომის დასაჩქარებლად მეტი ფინანსური რესურსია საჭირო, რაც დაახლოებით 35 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ გვჭირდება დავაჩქაროთ კლინიკური ცდები, წარმოება, ლიცენზირება და შევიმუშაოთ შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც შესაძლებელს გახდის მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას“, - განაცხადა WHO-ს ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა.

გებრეისუსის გაცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაცია უკვე თანამშრომლობს ამ კუთხით ევროპის საბჭოსთან, მაგრამ მისი განცხადებით, ეს დაფინანსება არ არის საკმარისი.

გებრეისუსმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის დასამარცხებლად 180-მდე ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით. 35-ის შემთხვევაში სამედიცინო კვლევები უკვე ადამიანებზე ტარდება.