მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წითელ ხიდზე ხელბარგსა და ავტომობილში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს – შემოსავლების სამსახური

5f3a4da9cb589
BM.GE
17.08.20 13:27
778
საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ს.ი.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანისა და ხელბარგის, დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. ამის შესახებ შემოსავლების სამსახური იტყობინება.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, ჯამში, 19 391,16 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.