მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წითელ ზონაზე ჯერ ლაპარაკი ზედმეტია“ - პაატა იმნაძე მესტიაში რეჟიმის გამკაცრებაზე

5f31300875ee6
ვიქტორია მღებრიშვილი
10.08.20 15:40
1213
მესტია გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ მესტია არის წითელი ზონა, ნაადრევია და ამას იქ დაწყებული კვლევები ცხადყოფენ.

„შესვლა-გამოსვლის რეჟიმი მესტიაში გამკაცრდება, მაგრამ წითელ ზონაზე ჯერ ლაპარაკი ზედმეტია. მოგეხსენებათ, იქ უკვე მუშოაბს 5 რაზმი, მე-6 გზაშია და ხვალიდან კიდევ ამდენი დაემატება. მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი მერე შეიძლება ვთქვათ უკვე როგორია სიტუაცია მთლიანად მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ და დასძინა, რომ შესვლა და გამოსვლა შესაძლებელი იქნება საკარანტინო რეჟიმის დაცვით.