მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში გავალთ - VELI.STORE-ს გეგმები

64184ba502dea
სალომე ხიდურელი
20.03.23 22:50
1242
ვაჭრობის ონლაინ პლატფორმა VELI.STORE, რომელიც ქართულ ბაზარზე COVID-19-ის მიწურულს გამოჩნდა, 2023 წლისთვის მიწოდების არეალის გაზრდას გეგმავს. კომპანიის სამომავლო გეგმებზე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ ფირიაშვილმა ისაუბრა.

„2023 წლის განმავლობაში ვაპირებთ, რომ საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში გავავრცელოთ ველის მიწოდება შერეული მოდელით, ნაწილი თბილისის, ნაწილი კი იქვე განთავსებული საწყობებიდან. გვინდა სხვა ქალაქებშიც გავავრცელოთ ეს კომფორტული გამოცდილება, რომ მომხმარებელმა თავად აირჩიოს ამანათის მიტანის სასურველი დრო.

გარდა ამისა, ახლო მომავლის გეგმები რაცაა, „ველის“ აპლიკაციას ვნერგავთ, ვამატებთ ინგლისურ საიტის ვერსიას. ვიტყოდი, რომ ექსპატების დიდი რაოდენობა სარგებლობს ჩვენი მომსახურებით, ისინი, ვინც უცხოეთიდან ჩამოვიდნენ და უკვე ცხოვრობენ და მუშაობენ საქართველოში. მათი წილი ჯერ საკმაოდ მცირეა, 10%-ს არ აღწევს, თუმცა სწორედ ამიტომ ვნერგავთ ინგლისურ ენას, რომ მაჩვენებელი გაიზარდოს“, - ამბობს არჩილ ფირიაშვილი.

მისი თქმით, 2023 წელს VELI.STORE სტარტაპის რეჟიმიდან ელექტრონული კომერციის შემდგარი კომპანიის რეჟიმზე გადადის.

„თავიდანვე ვიყავით ორიენტირებულები მომგებიან ზრდაზე ე.წ. profitable growth, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია ისე გაიზარდოს, რომ ამ ზრდაში მომგებიანობა შეინარჩუნოს. წელს ეს ზრდა სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს, როცა კომპანია თვითონ ხდება მომგებიანი და „ველი“ სტარტაპის რეჟიმიდან შემდაგ მოთამაშედ იქცევა“, - განმარტავს ფირიაშვილი.

რაც შეეხება კომპანიის გეგმებს, გასცდეს საქართველოს ფარგლებს, VELI.STORE-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და პროცესი 2024 წლისთვის დაგვირგვინდება.