მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლოსთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების ალბათობა გაიზარდა - TBC Capital

631ee87e5b6af
BM.GE
12.09.22 12:10
538
"თიბისი კაპიტალი" მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, არსებული ვითარების გათვალისწინინებით, წლის ბოლოსთვის მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობა გაზრდილია.

"მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებამ 351.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ჩვენს მოლოდინებთან შედარებით დაბალი ნიშნულია. მიუხედავად ამისა, ჩვენი შეფასება საინვესტიციო აქტივობის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით უცვლელია, რასაც მეორე კვარტლის საინვესტიციო იმპორტის მონაცემებიც ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ლარი გამყარების მიმართულებისკენ შებრუნდა. ძლიერი ლარი, სასაქონლო ფასების კლებასა და წლის დასაწყისთან შედარებით ეკონომიკური ზრდის ნორმალიზებასთან ერთად, კვლავ მონეტარული პოლიტიკის შერბილების არგუმენტია. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ წლის ბოლოსათვის", - წერია ანგარიშში.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას, 14 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის სხდომა იგეგმება. როგორც თიბისი კაპიტალი წერს, მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირების წინაპირობები წონადია, "ჩვენი საბაზო სცენარი განაკვეთის უცვლელად დატოვებაა".