მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wolt-ის კურიერებმა საპროტესტო აქცია გამართეს - ორი მოთხოვნა

63ecb2e47745b
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.23 14:28
911
მიტანის სერვისის კომპანია „ვოლტის“ პარტნიორები კურიერებმა დღეს კომპანიის ოფისთან საპროტესტო მოთხოვნით აქცია გამართეს.

საპროტესტო აქციის მონაწილე ერთ-ერთმა პარტნიორი კურიერი რატი კალმახელიძემ BM.GE-სთან საუბრისას ის ძირითადი მოთხოვნები დაასახელა, რომელიც კურიერებს კომპანიის მიმართ აქვს. რატი კალმახელიძემ აღნიშნა, რომ 2 თვის წინ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ერთ-ერთი პარტნიორი კურიერი „ვოლტის“ დირექტორმა ნატალია ხიზანიშვილმა აპლიკაციაზე წვდომის შეზღუდვით სამუშაოს გარეშე დატოვა და ამიტომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ნატალია ხიზანიშვილის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომაა.

„ჩვენ ვოლტის პარტნიორები ვართ და ხელშეკრულება ორმხრივად უნდა გადაიხედოს და არ უნდა მოხდეს ერთპიროვნულად „ვოლტის“ მხრიდან შემოთავაზებულ პირობებზე მუშაობა. ვითხოვთ კილომეტრაჟზე თანხის 20 თეთრით მომატებას და საბაზისო თანხის 3.5 ლარამდე გაზრდას.

ასევე ვითხოვთ, „ვოლტის“ დირექტორი ნატალია ხიზანიშვილი გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან მან აწარმოა კურიერების ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული დევნა. ჩვენ უკვე მივმართეთ სახალხო დამცველს ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ორი მოთხოვნა ძალიან მკაფიოდ გვაქვს გამოხატული“, - განაცხადა რატი კალმახელიძემ.

პარტნიორმა კურიერმა კომპანიის მენეჯმენტს ფართომასშტაბიანი შეხვედრისთვის დანიშვნისკენ მოუწოდა, რომელსაც ყველა კურიერი დაესრება.

„რაც შეეხება მხარეების შეთანხმების განხილვას შეხვედრაზე სადაც ყველა კურიერი დიდ სივრცეში შეხვდება კომპანიის მენეჯმენტს. ჩვენ არ გვინდა ყველას მოსაზრება 3-4 ადამიანმა გავაჟღეროთ და მოვისმინოთ მათგან კომპანიის პოზიცია. მოვუწოდებთ „ვოლტს“ ნებისმიერ დროს დანიშნოთ დიდ სივრცეში შეხვედრა, სადაც ყველა კურიერი მივა და ჩვენ შევხვდებით მათ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"ვოლტი" კურიერებს მოლაპარაკებების მაგიდასთან გადანაცვლებას სთავაზობს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები