06.მარტი .2021 23:00

"I Love You / მიყვარხარ" - ახალი ბრენდი ორიგინალური საჩუქრებისთვის

"I Love You / მიყვარხარ" - ახალი ბრენდი ორიგინალური საჩუქრებისთვის
views 577
უკან

"I Love You / მიყვარხარ" ქართველი მხატვრის, თეკლა მელაძის მიერ დაფუძნებული ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს საყვარელი ადამიანებისთვის სასაჩუქრე პროდუქციის ასორტიმენტს სთავაზობს, მათ შორის, სპეციალური ეტიკეტით შეფუთულ ღვინოს, ფრანგული მაკარუნების თაიგულს, შოკოლადის ნაკრებს და ა.შ. ამის შესახებ BM.GE-ს თეკლა მელაძემ განუმარტა. 

როგორც გავარკვიეთ, პროდუქციის გაფორმებაზე დამფუძნებელი თავად ზრუნავს. ბრენდმა ფუნქციონირება დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო. პროდუქცია ონლაინ იყიდება Facebook და Instagram გვერდების საშუალებით ( I Love You / მიყვარხარ), ფასი კი 5-დან 300-მდე ლარის ფარგლებშია.

ბრენდის დამფუძნებლის განმარტებით, საწყისმა ინვესტიციამ 1200 ლარი შეადგინა. 

ამასთან, როგორც თეკლა მელაძე აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესმა ფუნქციონირება ახლახან დაიწყო, მოთხოვნა მაინც საკმაოდ მაღალია, სამომავლოდ კი პროდუქციის გამრავალფეროვნება და ასევე, საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც მოიაზრება.