მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი მხატვრის ნამუშევარი „შაპიროს“ აუქციონზე გაიყიდება

ნახატი

ქართველი მხატვრის, თეკლა მელაძის ნახატი „სამშობლოს პეიზაჟი“ „შაპიროს" აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ახალგაზრდა მხატვარმა თავად ისაუბრა.

„ყველაფერი ამერიკაში გამართული გამოფენიდან დაიწყო, სადაც მოწვეული იყო თავად ჯინ შაპირო. მაშინ ვერ მოახერხა დასწრებოდა ჩემს გამოფენას, თუმცა მისი სურვილი იყო ჩემი ნამუშევარი წარმოდგენილი ყოფილიყო აუქციონზე. „სამშობლოს პეიზაჟი“ უკვე გავგზავნეთ დეკემბერში, ვნახოთ რა შედეგებით დასრულდება აუქციონი.“ - აღნიშნა თეკლა მელაძემ.

„შაპიტოს“ აუქციონი 27 იანვარს ჩატარდება ონლაინ ფორმატში, ნახატის პირველი ბიჯი 8 000-დან 12 000 დოლარამდე იქნება.

„პირველი ნამუშევარი 13 წლის ასაკში გავყიდე. ამ ეტაპისთვის 200-მდე ნახატი მაქვს გაყიდული. სასურველ არჩევანს ყველა სეგმენტის ადამიანი აკეთებს. მყავს როგორც ქართველი, აგრეთვე უცხოელი მომხმარებლები, ყველაზე ხშირად ჩემი ნახატები აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში იყიდება.“ - აღნიშნა თეკლა მელაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში აპირებს ბიზნესის ჭრილში წიგნის გამოცემასაც, რომელიც ცნობილი კომპანიების ორთაბრძოლებს შეეხება და თავდაპირველად ინგლისურ ენაზე იქნება.

თეკლა მელაძე ხატვით ბავშვობიდანვე გატაცებულია. მისი პირველი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკში მოეწყო, “არტ ექსპო ნიუ-იორკი 2014”-ის ფარგლებში, სადაც ექსპოს ადმინისტრაციის სურვილით და მიწვევით იმყოფებოდა. იმავდროულად, იყო საპატიო სტუმარი, პირველი ქართველი მონაწილე ექსპოს 37-წლიანი არსებობის განმავლობაში და ყველაზე პატარა მონაწილე მსოფლიოს მასშტაბით. ჰქონდა რვა პერსონალური და 15 ჯგუფური გამოფენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები