აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა, რაც საქართველოში წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების გაუმჯობესებას და წყლის სექტორის განვითარებისთვის მთავრობის კომპლექსური მიდგომის შემუშავებას მოხმარდება.
როგორც BM.GE-ს რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ეს თანხა დაეხმარება მთავრობის ძალისხმევას განავითაროს ერთიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების პოლიტიკა, რომელიც თანაბრად დაფარავს ქალაქებსა და სოფლებს. კერძოდ, სესხი მოხმარდება სამართლებრივი, მარეგულირებელი და ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებას, რაც შექმნის ხელსაყრელ პირობებს ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და კერძო სექტორის ჩართულობისთვის.
„გაიზრდება ოპერირება-მომსახურების შესაძლებლობები და მოხდება აღჭურვილობით უზრუნველყოფა, რაც საქართველოს 10 რეგიონის 57 ქალაქში სერვისებს გააუმჯობესებს. ამ თანხით ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების განვითარების მოსამზადებელი სამუშაოები დაფინანსდება.
ADB ასევე განახორციელებს 250 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკურ დახმარებას, რომლითაც საქართველოს შერჩეულ ქალაქებში ქონების მართვის სისტემები წყალმომარაგების მაღალი ტექნოლოგიებით აღიჭურვება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების გაუმჯობესებაში ADB საქართველოს 2011 წლიდან ეხმარება, მას შემდეგ რაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მულტიტრანშული სესხი მიიღო. ამან გაზარდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისებზე წვდომა ქვეყნის 12 ქალაქში მცხოვრები 300 ათასზე მეტი ადამიანისთვის.
მიმდინარე წლის ივლისში ADB-მ Georgia Global Utilities (GGU) მიერ პირველად გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში 40 მილიონი დოლარის ინვესტირების შესახებ განაცხადა, რომლის ამონაგები თანხა მოხმარდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებას თბილისსა და ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში“, - ნათქვამია რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის