მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოს 14 სანატორიუმიდან აუქციონზე მხოლოდ 2 გაიყიდა

62ebc62122524
ვიქტორია მღებრიშვილი
04.08.22 17:11
2411
მთავრობის მიერ წყალტუბოს განახლების გეგმის პროექტის ფარგლებში აუქციონზე გამოტანილი 14 სანატორიუმიდან მხოლოდ 2 სანატორიუმი გაიყიდა.

პირობიანი აუქციონის შედეგების მიხედვით, სანატორიუმი „თბილისი“ 3.152 მლნ ლარად, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ 5.830 მლნ ლარად გაიყიდა. პირველ ჯერზე 12 სანატორიუმის აუქციონი ჩავარდა.

ცნობისთვის, აუქციონი ქონების ეროვნულმა სააგენტომ 6 ივლისს გამოაცხადა და დღეს, 17:00 საათზე დასრულდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სანატორიუმი „თბილისი“ შპს „აკამ“ შეიძინა, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ - შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“.

პირობიანი აუქციონის მიხედვით, სანატორიუმი „მედეას“ მფლობელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში ადგილზე მინიმუმ 120-ნომრიანი სასტუმრო მოწყოს, რომელშიც იქნება საკონფერენციო დარბაზ(ებ)ი, რესტორანი/რესტორნები). (რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავი ქონების ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს.

რაც შეეხება საპრივატიზაციო თანხას მისი გადახდა არაუგვიანეს 2024 წლის 10 ივლისის ჩათვლით გრაფიკის მიხედვით უნდა მოხდეს.

სანატორიუმი „თბილისი“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე შემდეგი საპრივატიზაციო პირობებით გაიყიდა: ქონების მფლობელი ვალდებულია 2023 წლის 1 იანვრიდან არაუგვიანეს 55 (ორმოცდათხუთმეტი) თვის ვადაში, არანაკლებ 110-ნომრიანი სასტუმრო მოაწყოს, რომელიც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) საკონფერენციო დარბაზ(ებ)ს, რესტორანს/რესტორნებს. სანატორიუმ „თბილისის“ შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია მინიმუმ 9 426 900 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ამასთან, ამ პირობების შესრულების ვადის ბოლოს ორივე საინვესტიციო პროექტის შემთხვევაში ინვესტორმა შენობა-ნაგებობა კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ჩააბარონ და სასტუმროს ფუნქციონირების საერთაშორისო სასტუმროების ქსელის ოპერატორის/ბრენდის სახელით უნდა დაიწყონ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები