08.სექტემბერი .2020 14:43

წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი მეორეჯერ გამოცხადდა

უკან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტთან ერთად, კურორტის განვითარებისათვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებას იწყებს.

მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტული ამოცანა მისთვის კურორტის სტატუსის შენარჩუნება და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიის გეგმაზომიერი განვითარებაა.

კონკურსი, რომელიც ორ ეტაპად ცხადდება, მოიცავს წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციისა და გენგეგმის პროექტის, ასევე მისი ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის დოკუმენტების მომზადებას.

უკვე გამოცხადდა კონკურსი ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=366619&lang=ge  

"წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისას აუცილებელია კომპლექსურად გაანალიზდეს კურორტის მდგრადი განვითარების საჭიროებები და მის საფუძველზე შეიქმნას ჯანსაღი, უსაფრთხო და მოხერხებული გარემოს პირობები, დაიგეგმოს კურორტის უნიკალური ფუნქციურ-გეგმარებითი სტრუქტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები, რომლებმაც უნდა დაიცვას ქალაქი ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან.

წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებული კონკურსი პრეტენდეტის არაკვალიფიციურობის გამო შეწყდა",- ნათქვამია განცხადებაში.