მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ერთჯერადი დახმარების პროგრამაში ხარვეზები გამოვლინდა - აუდიტი

6250848546a42
ალა ისპირიანი
09.04.22 09:00
1011
აუდიტმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოსახლეობის ერთჯერადი დახმარების პროგრამაში ხარვეზები გამოვლინდა.

საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დახმარებები სოციალური პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების გვერდის ავლით არის გაცემული. ამდენად, კრიტერიუმების არარსებობის პირობებში არ არის დასაბუთებული, დახმარების ოდენობა როგორ და რის საფუძველზე განისაზღვრებოდა.

„2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა სოციალური დახმარების 8 სხვადასხვა პროგრამის შესაბამისად გახარჯა 3,028.6 ათასი ლარი. აღნიშნული თანხიდან 1,160.8 ათასი ლარი (38%) ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამით გაცემულია 3,881 მოქალაქეზე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, 990 შემთხვევაში 243.0 ათასი ლარი გაცემულია ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მერის ბრძანებების შესაბამისად.

თანხის ოდენობას კომისია საკუთარი შეხედულებისამებრ ადგენდა. ამდენად, კრიტერიუმების არარსებობის პირობებში არ არის დასაბუთებული, დახმარების ოდენობა როგორ და რის საფუძველზე განისაზღვრებოდა.
მუნიციპალიტეტი სარეზერვო ფონდის თანხებს ხარჯავდა ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების დასაფინანსებლად, სოციალური დახმარების პროგრამისათვის დადგენილი კრიტერიუმების გარეშე. აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს თანხების სამართლიან და ეფექტიან განაწილებას, ხელს უწყობს მოსახლეობის არათანაბარ პირობებში ჩაყენებას და ზრდის სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკს“, - ნათქვამია აუტიდის დასკვნაში.