მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოს რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 7 მლნ მოხმარდება

5fafb60b030f2
BM.GE
14.11.20 14:56
802
წყალტუბოს რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 7 მლნ მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ფარცხანაყანევის, ოფშკვითის, უკუნეთის, ბროწეულასა და მესხეთის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. 
ამ დროისთვის, აღნიშნულ სოფლებში არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, რის გამოც ხშირია დანაკარგები. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარისა და კორპუსების შიდა გაყვანილობის მოწყობა, ასევე მოსახლეობის გამრიცხველიანება . 
პროექტს 7 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა წყალმომარაგების განახლებული ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი. 

კომპანიის ცნობით, მათ მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში, არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელეს. შედეგად, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა და სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს.