24.დეკემბერი .2022 18:00

წყალტუბოს სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება - ბიუჯეტი 23 მილიონია

წყალტუბოს სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება - ბიუჯეტი 23 მილიონია
views 531
უკან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებს იწყებს.

სამუშაოების დაწყებაზე შესაბამისი ხელშეკრულება წყალმომარაგების კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ მშენებარე კომპანია შპს „მშენებლი 80“-ს შორის გაფორმდა.

სოფელ ფარცხანაყანევისა და მაღლაკის წყალმომარაგების სისტემის ნაწილი რეაბილიტირებულია. დარჩენილი ნაწილი კი საჭიროებს ახალი სისტემის მოწყობას.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.
სამუშაოები 2025 წლის ზაფხულში დასრულდება და შედეგად ორი სოფლის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა