მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხიდურელი: პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ 107 დარგი დაფინანსდება

5e8ca5c6dd23e
ნინი ლონგურაშვილი
07.04.20 21:00
3573
"ჩვენ ვამატებთ დაახლოებით 107 დარგს, ანუ ეს არის ის დარგები, რომელიც კიდევ ზემოდან დაემატება იმ 104 დარგს, რომელსაც უკვე ვაფინანსებთ”, – ამის შესახებ “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში იაუბრა.

ხიდურელის თქმით, ახლა იწყება მუშაობა სუბსიდირების პროცენტის გადახედვასა და მის გაზრდაზე.

“ვფიქრობთ, სუბსიდირების პროცენტის გადახედვას და მის გაზრდას, ასევე სესხის ვადის ხანგრძლივებას, რადგან ჩვენ აქამდე მხოლოდ ორი თვის განმავლობაში ვაფინანსებდით სესხს და ასევე ვფიქრობთ, სესხის ქვედა ზღვარის დაწევას, რომელიც მცირე ბიზნესს ჩვენს პროგრამაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს, შესაბამისად ახლა ახალ სეგმენტზე ვმუშაობთ", – აღნიშნა ხიდურელმა.

"საქმიანი დილის" კითხვაზე, რა პრინციპით ირჩევა აღნიშნული 107 დარგი, მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ ისინი მოიცავენ ყველა იმ დარგს, რომლიდანაც 2019 წელს გავიდნენ.

“ბევრი არის ისეთი დარგი, რომლიდანაც 2019 წლის ბოლოს ჩვენ გამოვედით, მაგალითად როგორიცაა სამშენებლო მასალების წარმოება, სოფლის გადამუშავება, ვამატებთ მინერალურ წყლებს. ანუ, იმ დარგებს რომლებიდანაც გამოვედით, ყველანაირად ისევ შევდივართ, რომ ყველა ტიპის მიმართულება და მეწარმე მოვიცვათ.

ასევე, პორტფელის უზრუნველყოფის პროცენტულ მაჩვენებელს ვზრდით, თუ ადრე იყო 15% მთლიანი პორტფელის, რომელსაც ვაზღვევდით, ახლა ვფიქრობთ, 25 და 35%-მდე აწევას და ეს უკვე ძალიან ცვლის სურათს. შესაბამისად, ბანკებთან ასე რომ ვთქვათ, ეს ნაწილი მოთელილი გვაქვს და ამ შემთხვევაში ყველა ბანკი თანხმდება, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია", – აცხადებს მიხეილ ხიდურელი.