19.იანვარი .2022 11:45

ხორბლის იპორტის საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხვალ შეხვედრა გაიმართება

ხორბლის იპორტის საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხვალ შეხვედრა გაიმართება
views 489
უკან

ხორბლის იპორტის საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხვალ შეხვედრა გაიმართება. როგორც წისქვილკომბინატ "ჯეომილის" წარმომადგენელი ბესიკ ბეჟაშვილი ამბობს, წისქვილკომბინატის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდებიან. 

მისივე თქმით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუცშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენად არველაძე დაესწრებიან.

“სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან კომუნიკაცია გასულ წელსაც გვქონდა და ხვალაც გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა.  გამოსავლის ძიებაში ვართ, თუმცა რომ გითხრათ, დღეს ეს გზა ვიპოვეთ, ასე არ არის. დღესდღეობით, ისეთი სიტუაციაა, რომ გაჩერების პირას ვართ. ამოვწურავთ ამ მარაგებს და ალბათ ჩვენც ნელ-ნელა გავჩერდებით, შესაბამისად, ქვეყანა იმპორტული, რუსული ფქვლის ამარა დარჩება, რაც ყველას, მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კარგად ესმის. ხვალ გვაქვს შეხვედრა დაგეგმილი და რაღაც გამოსავალი უნდა მოვძებნოთ”, - აცხადებს BMG-სთან ბესიკ ბეჟაშვილი.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ გასული წლის ივნისის შემდეგ ხორბლის იმპორტის კლების პრობლემის გადასაჭრელად პრემიერს და მინისტრებს 13 იანვარს მიმართა. ამის შესახებ BM.GE-ის ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა.

საქმე ის, არის რომ ხორბლის იმპორტიორები და ფქვილის მწარმოებლების რუსეთში გასული წლის ივნისში ხორბლის ექსპორტზე გადასახადის დაწესების შემდეგ, სექტემბრიდან ხორბლის იმპორტის შემცირებაზე და აქედან გამომდინარე შესაძლო პრობლემებზე ალაპარაკდნენ. ისინი ხორბლის მარაგების შემცირების გამო ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოების შემცირებას და ადგილობრივი წარმოებების - წისქვილკომბინატების გაჩერებას მთავარ გამოწვევად ასახელებდნენ, რის გამოც სამი უწყების - ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეების დონეზე ხორბლის იმპორტის შემცირების საკითხის გადასაჭრელად უწყებათშორისი კომისია შეიქმნა. ლევან სილაგავა BM.GE-სთან აცხადებს, რომ კომისიამ თავისი თავი ამოწურა და რეალური გადაწყვეტილებები ვერ მიიღო. მისი ინფორმაციით, 10 მცირე წისქვილკომბინატი უკვე დახურულია და იმ შემთხვევაში თუ ხორბლის იმპორტის პრობლემა არ მოგვარდება, მსხვილი წისქვილკომბინატებიც ფქვილის იმპორტზე გადავლენ.

მეხორბლეები მთავრობასთან დადებული მემორანდუმიდან საკუთარ ხელმოწერას უკან იწვევენ - ასოციაცია მიზეზებს განმარტავს

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა