მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორვატიაში ტურისტებისთვის 14-დღიანი კარანტინი კვლავ სავალდებულოა

5ef46b82cf30c
ნათია თაქთაქიშვილი
25.06.20 21:30
813
ხორვატიაში მეზობელი ქვეყნებიდან ჩასული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი კვლავ სავალდებულო იქნება. ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ამის მიზეზი COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობის მატებაა. გასული კვირის შემდეგ, ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსის 30-მდე შემთხვევა ფიქსირდება.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ბოსნიიდან, სერბეთიდან, კოსოვოდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან ჩასული ადამიანები ვალდებულები იქნებიან 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდნენ. კარანტინის გავლა არ მოუწევთ ტრანზიტულ მგზავრებს.

ხორვატიამ ევროკავშირის 10 ქვეყანასთან საზღვრები მაისის ბოლოს გახსნა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ხორვატიაში „კოვიდ-19“-ის 2,388 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 107 ადამიანი.