ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში ხორბლის დამატებით მარაგებს შემოიტანენ. მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი სწრაფად იცვლება როგორც ზრდის, ასევე კლების მიმართულებით.
“ამ ეტაპზე მუშაობა გრძელდება. თუ იქნება ამის საჭიროება და თუ დადგება რისკი, რომ ქვეყანას სჭირდება უფრო მეტი ხორბლის შემოტანა სასურსათო უსაფრთხოების გამყარებისთვის, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მსგავსი გადაწყვეტილება მივიღეთ მაგალითად, პანდემიის პერიოდის განმავლობაში, როდესაც ასეთი საფრთხე იყო. ამ მომენტში კი ასეთი საფრთხე არ დგას.
დღეს ქვეყანაში რა ხორბლის რესურსიც არის, თვეზე მეტის სამყოფია, მაგრამ თუ საკითხი დადგება რომ საფრთხე შეექმნას ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას, ბუნებრივია, მსგავსი ღონისძიებები გამოყენებული იქნება”, - აცხადებს ხუციშვილი.