მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბლის ფასი იზრდება - გლობალური იმპორტიორები ხარჯების ზრდისთვის ემზადებიან

ხორბალი

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსების ღირებულება წლის დასაწყისიდან დღემდე 35%-ით გაიზარდა და ბოლო 3.5 წლის მაქსიმუმს მიაღწია, კერძოდ, ამჟამად ბუშელი ხორბლის ფასი 6.9 დოლარის ფარგლებშია.

ანალიტიკოსების შეფასებით, შავი ზღვის პორტებსა და სატვირთო გემებზე ივლისის შემდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა ტვირთების გადაზიდვა თითქმის შეაჩერა, რის გამოც აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის უმსხვილეს იმპორტიორებს პროდუქციის მიღება ძალიან უჭირთ.

Kpler-ის მონაცემებით, სექტემბერში რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი 1 მილიონ ტონამდე შემცირდება, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ ნაკლები იქნება; ხოლო უკრაინა გლობალურ ბაზარზე მხოლოდ შარშანდელი მაჩვენებლის ნახევარს გაიტანს. ანალიტიკოსების შეფასებით, შექმნილი კრიზისი ყველაზე მძიმედ აზიის რეგიონზე აისახება, რადგან შავი ზღვიდან გატანილი მოცულობები, როგორც წესი, მთლიანად ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკისკენ მიემართება.

ცნობისთვის, ტრეიდერები ვარაუდობენ, რომ შავ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის აღდგენამ და მხარეებს შორის ე.წ. "მარცვლეულის ზავის" ამოქმედებამ, შესაძლოა, ხორბლის მსოფლიო ფასების მყისიერი ვარდნა გამოიწვიოს, ამიტომ ხორბლის გრძელვადიან გაძვირებაზე ფსონის დადება ამჟამად საკმაოდ სარისკოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები