მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ რამდენიმე საათით თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

60f9a048b8ab0
BM.GE
22.07.21 20:49
937
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 156-ე კმ-ზე (სოფ. ხუნევი) დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის "ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ საქართველოს ფილიალს მიერ, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ფერდობიდან დიდი ლოდების მექანიკურად ჩამოშლა, რის გამოც, 2021 წლის 23 ივლისს 06:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე 15 წუთიანი ინტერვალებით, აღნიშნულ მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.