საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბის უამინდობის გამო გზებზე შექმნილი ვითარებისა და შეზღუდვების შესახებ განცხადებებს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის სხვადასხვა სახეობისთვის მოძრაობა შემდეგ მონაკვეთებზეა აკრძალული:
• ფარავნის უღელტეხილზე რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია;
• ნაქერალას უღელტეხილზე რთული მეტეოროლოგიური პირობების (ზვავები, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)- ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ58 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება;
• გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია;
• ხულო-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ88-კმ106 (ხულო-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
ამავე საავტომობილო გზის კმ38-კმ88 (ქედა-ხულო) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ38 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.