მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიომღვიმის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე ₾2 მლნ-მდე დაიხარჯა

645d07c3840c5
BM.GE
11.05.23 20:00
907
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა.

გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.

"რეაბილიტირებული მონაკვეთი შიომღვიმის მონასტერთან მისასვლელი გზაა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გზა გადის როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე. პროექტის ფარგლებში, განახლდა საგზაო საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები და კიუვეტები. ასევე, განახლდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. შიომღვიმესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას", - წერია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები