მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარიალის ხეობაში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

დარიალი

დარიალის ხეობაში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აახლებს.

მათი ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე (დევდორაკი-ამალის ხეობა) საფრთხის დონე დაბალია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

დარიალის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი, ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია და ამ დრომდე, უსაფრთხოების მიზნით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები